გადასვლა ძირითად შიგთავსზე

საიტით სარგებლობის წესები

წინამდებარე წესები განსაზღვრავს printpalace.ge-ით სარგებლობის პირობებს. ვებგვერდზე შესვლით მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

1. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

1.1. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა (ტექსტები, დიზაინი, ლოგოები, ფოტოები, კოდი) წარმოადგენს შპს „პრინტ პალასის“ საკუთრებას.

1.2. აკრძალულია საიტის შინაარსის კოპირება, გამრავლება ან გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

2.1. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე/ზარალზე, რომელიც მომხმარებელს შესაძლოა მიადგეს ვებგვერდის გამოყენებით, ტექნიკური ხარვეზებით, ან საიტის დროებითი ხელმიუწვდომლობით.

2.2. ვებგვერდზე განთავსებული ფასები ან პროდუქციის აღწერილობა შესაძლოა შეიცავდეს ტექნიკურ ცდომილებას. კომპანია უფლებას იტოვებს, გაასწოროს შეცდომა ან გააუქმოს შეკვეთა, რომელიც ეფუძნება აშკარა ტექნიკურ/საფასო შეცდომას.

3. აკრძალული ქმედებები

3.1. მომხმარებელს ეკრძალება საიტზე მავნე პროგრამების შეყვანა, ჰაკერული შეტევის მცდელობა, ან საიტის მუშაობისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.

3.2. აკრძალულია ყალბი მონაცემებით შეკვეთის განთავსება.

4. ცვლილებები და დავები

4.1. კომპანიას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს წესები მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

4.2. ნებისმიერი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნებისმიერი კითხვის ან ოფიციალური პრეტენზიის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით:

  • შპს „პრინტ პალასი“
  • ელ. ფოსტა: info@printpalace.ge
  • ვებგვერდი: printpalace.ge
+995 599 92 03 70